სუნამო Le Fleur Ex Nihilo - მიმზიდველი და მომაჯადოებელი კომპოზიციაა. ტკბილი, ყვავილოვანი და გრილი არომატი ერთდროულად! როგორ არის ეს შესაძლებელი? პარფიუმერმა შეძლო ელეგანტური, ნატიფი კომპოზიციის შექმნა, სადაც ნოტები ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს. თავიდან, სუნამო წარადგინეს, როგორც უნისექსი, მაგრამ მას იმდენად ნაზი ჟღერადობა აქვს, ქალბატონს უფრო უხდება.
არომატი გამოირჩევა არაჩვეულებრივი მდგრადობით. სუნამო Narcotique Le Fler ტყუილად არ ატარებს თავის სახელს - ამ შესანიშნავი მელოდიის მოსმენის შემდეგ, ძნელად დაივიწყებთ მას! Ex Nihilo Fleur Narcotique - შექმნილია ლეგენდარულ ლაბორატორიაში - Givaudan 2014 წელს.
საწყისი ნოტები: ბერგამოტი, ატამი, ლიჩი
გულის ნოტები: ჟასმინი, პეონი, ატამი, ფორთოხლის ყვავილი
საბაზისო ნოტები: მუსკუსი, მერქანი, ტყის ნოტები, ხავსი
არომატის მიმართულება: მერქნული, მუსკუსოვანი, ყვავილოვანი
Комментарии
Отправить комментарий